08:45 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 16:45:49, 1617 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგის გამზირის N29 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი განახლდა

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N29 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1 600 კვადრატული მეტრის ფართობზე არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ორი საბავშვო მოედანი განთავსდა და სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდა სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.

საბურთალოს გამგებელმა გაიზ ვასაძემ, მე-5 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან და ამავე ოლქის პარლამენტის დეპუტატ ნინო გოგუაძესთან ერთად, განახლებული სკვერი დაათვალიერა.

„გარშემო ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლია, რის გამოც, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე გამოვიდა და რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია. ჩვენი მიზანია, ქალაქში რაც შეიძლება მეტი, არა მარტო გამწვანებული, არამედ კომფორტული დასასვენებელი ადგილი არსებობდეს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.            

სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 91 824 ლარი გამოიყო, კომპანია „გრინსერვის+“-მა განახორციელა. 

საბურთალოს გამგეობის მიერ, აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონაც მოეწყო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics