|
2018-09-27 10:52:15, 1573 ნახვა
საზოგადოება
„ახმეტელის თეატრის“ წინ ავტოსადგომის ნაცვლად, ახალი სკვერი მოეწყო
ვასაძის ქუჩაზე, „ახმეტელის თეატრის“ წინ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილობრივი მცხოვრებლები ავტოსადგომის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ. სამუშაოების ფარგლებში, 2 000 კვ.მ ფართობზე, სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა, მოეწყო მოსასვენებელი პავილიონები, ხოლო საფეხმავლო ბილიკები გრანიტისა და მარმარილოს ფილებით მოპირკეთდა. ახალ რეკრეაციულ სივრცეში საზოგადოებრივი კოლეჯის - „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ სტუდენტების მიერ სხვადასხვა ტექნოლოგიით შექმნილი ნამუშევრებიც გამოიფინა. ნამუშევრების გამოფენა და დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად დაათვალიერა. „გლდანის რაიონის გამგეობამ რეაბილიტაცია კიდევ ერთ სკვერს ჩაუტარა. აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად გამოიყენებოდა, დღეს კი აქ ლამაზი სივრცე გვაქვს. აღნიშნული სკვერით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე თეატრში მოსული სტუმრები ისარგებლებენ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სკვერის მოწყობის სამუშაოებზე, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „გრინსერვისი+“-მა განახორციელა, 174 266 ლარი დაიხარჯა.
(NS)
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)