17:22 - 23 Jul, 2026
|
2018-09-26 17:22:03, 2291 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური გენერალური დებატების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართავს. პრემიერი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მუშაობაში 24 სექტემბრიდან მონაწილეობს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრემიერმა სიტყვით მიმართა ნელსონ მანდელას მშვიდობის სამიტის მონაწილეებს, ასევე, გამართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან, სხვადასხვა სახელმწიფოს პირველ პირებთან, გაეროს გენერალურ მდივანთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)