|
2018-09-26 13:48:12, 2079 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი ხელისუფლებაზე: იესო ქრისტეც რომ დადგეს ჩვენს გვერდით, მაინც რაღაც მიზეზს მოძებნიან
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართავს, რომ გვერდით დაუდგნენ. მაჩალიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან შვილმოკლული მამების აქციას "ნაციონალური მოძრაობის" აქცია უწოდა. მაჩალიკაშვილის თქმით, მას აღაფრის იმედი აღარ აქვს. „თუ დგას აქ 10 „ნაციონალი,“ მაშინ გამოვიდეს ეს კობახიძე და მოიყვანოს 9 ადამიანი, თვითონ მე-10 იქნება. დამიდგეს, მაშინ სხვები იტყვიან, რომ „ქოცები“ დგანან მაგათ გვერდითო. დაგვიდგეს მაშინ გვერდით. თუ გააჩნიათ ადამიანობა, სინდისი, ნამუსი, ცოტა მაინც ქართული სისხლი, ქართული კაცობა. მე ამათ ვერ გავუგე. ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები არიან, თვით იესო ქრისტე რომ დადგეს ჩვენს გვერდით, მაინც რაღაც მიზეზს მოძებნიან“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის შენობასთან შვილმოკლული მამების პროტესტი 2 კვირაზე მეტია გრძელდება.ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლების გადადგომას და მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ შვილმოკლულ მამებს გვერდით დაუდგნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)