|
2018-09-26 11:32:41, 1973 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობისთვის“ გარევაჭრობა გარკვეულ ლოკაციებზე იქნება შესაძლებელი
დედაქალაქის მერიამ „თბილისობა 2018“-სთვის ის ადგილები შეარჩია, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ადგილები იქნება: • ჩუღურეთში - ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია; • სამგორში - ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია; • გლდანში - ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე; • დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია. • საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია; • ვაკეში - გეგეშიძის ბაღი. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საკუთარი პროდუქციის წარმოდგენის საშუალება ნებისმიერ ადამიანს ექნება. „ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიებზე შევიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. „თბილისობა“ წელს, 6-7 ოქტომბერს გაიმართება.
(NS)
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)