|
2018-09-26 10:23:11, 1163 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ტაქსები თეთრი ფერის იქნება
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. გარდა ამისა, ამავე პერიოდიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები. კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და ტაქსების ლიცენზირების თემაზე გაამახვილა ყურადღება. „საუბარია ფერზე, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რომელიც სავალდებულო იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. ამასთან, მომავალი წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ უნებართვო საქმიანობის მიმართ მკაცრი მიდგომა გვექნება, ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. ერთწლიანი ნებართვის საფასური შიდა წვის ძრავიან ავტომობილზე შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდულზე – 50 ლარს, ელექტროავტომობილებისთვის კი, უფსაოა“, – განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებითვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური უფასო პარკირების ადგილები, ასევე ავტომობილებზე რეკლამისთვის კონკრეტული ადგილი განისაზღვრება და რეკლამიდან შესული თანხა მძღოლების საკუთრება იქნება. „გარდა ამისა, ტაქსის მანათობელი, რომელსაც დედაქალაქის მერია დაამზადებს, პირველ ჯერზე მათ გადაეცემათ უფასოდ. დაზიანების და გატეხვის შემთხვევაში კი, ყიდვა მოუწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)