|
2018-09-25 23:23:45, 2200 ნახვა
პოლიტიკა
იუნკერი ვიზალიბერალიზაციის პროცესში არსებულ ტენდენციებს პოზიტიურად აფასებს
ევროკავშირი საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს მიესალმება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. ევროკომისიის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციაზე, ასევე ევროკავშირთან მაღალი დონის უპრეცედენტო ფორმატის როლზე, რომლის პირველი შეხვედრა ნოემბერში ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გაიმართება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და აღნიშნული რეგიონების დეპოპულაციაზე, რასაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ძალიან სამწუხარო უწოდა. ჟან-კლოდ იუნკერმა პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)