|
2018-09-25 16:31:06, 2148 ნახვა
ეკონომიკა
Commerzbank-მა თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირებაში გამორჩეული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა
თიბისი ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც ვაჭრობის ფინანსირების სფეროში გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისგან - Commerzbank ჯილდო მიიღო. აღიარება თიბისი ბანკს Commerzbank-მა აღნიშნულ სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და გამორჩეული პარტნიორობისთვის გადასცა. „მოხარული ვართ, რომ თიბისი ბანკმა აღიარება ისეთი საერთაშორისო დონის ფინანსური ინსტიტუტისგან მიიღო, როგორიცაა Commerzbank-ი. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ბანკის მოწინავე პოზიციებს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში და ხაზს უსვამს ამ ორი ინსტიტუტის წარმატებულ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით მსოფლიოს მაშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, თიბისი ბანკმა საკუთარ მომხმარებელს არაერთი პროდუქტი შესთავაზა. ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ბანკს მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა - ADB, EBRD, Global Finance. Commerzbank-ი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს წარმოადგენს, თიბისი ბანკის უძველესი პარტნიორია ვაჭრობის ფინანსირების სფეროში. პირველი საერთაშორისო ტრანზაქცია ბანკებმა 1999 წელს განახორციელეს და მას შემდეგ მომხმარებელს ერთობლივად არაერთი პროექტი შესთავაზეს. (R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)