|
2018-09-25 14:29:22, 2231 ნახვა
კომენტარი
„თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე ვარ“ - ზურაბიშვილი მედიას აკრიტიკებს
"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მედიას მის წინააღმდეგ წარმოებულ, მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, როცა ვინმე „გამოხტება“ და მას მოღალატეს უწოდებს, სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს მედია. პრეზიდენტობის კანდიდატმა დასძინა, რომ მედია მის საგარეო პოლიტიკურ კურსზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. "პრაქტიკულად ყველა კუთხით მოდის ეს შეტევები, ბოლო ის არის რომ თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების. აზრი პრაქტიკულად არ აქვს რომ დაიწყო თავდაცვითი საქმე. კიდევ ერთი შემაშფოთებელი დისკრედიტაცია არის, რომელიც ვრცელდება საზღვარგარეთ. იქაურ საზოგადოებაში გაავრცელო რომ მე ვარ პრორუსული, რომ ორი ძალა არის ქვეყანაში, ერთი იცავს მშობლიურ პატრიოტულ ღირებულებებს, მეორე - რუსულ იდეოლოგიას. იქ როცა ჩვენ საყრდენს იდეოლოგიურად უტევენ, ამან შეიძლება ძალიან მძიმე გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის სახელზე", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)