|
2018-09-25 12:54:47, 1653 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო
თბილისსა და მარნეულში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 342 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. ამ ეტაპზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 2-ოთახიანი და 3-ოთახიანი ბინები განაწილდება. გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე ნგრევადი ობიექტი დაიხურება. მარნეულში გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნით განაცხადებს ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეავსებენ. მარნეულში საცხოვრებელი ფართი 18 დევნილ ოჯახს გადაეცემა. იმ დევნილმა ოჯახებმა კი, ვინც უკვე შეავსეს განაცხადი, დამატებითი დოკუმენტაცია მხოლოდ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ. განაცხადების მიღება 2018 წლის 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება როგორც სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში (თბილისი - თამარაშვილის ქ.N15ა, ზუგდიდი - ხუბულავას ქ.N6, ქუთაისი - აბაშიძის ქ.N28), ისე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ. დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც დევნილი ოჯახების მიერ შევსებული განაცხადების ერთიანი ელექტრონული ბაზა შეიქმნა. ერთიან ელექტრონულ ბაზაში უკვე შევსებული 30 000-ზე მეტი განაცხადიც აიტვირთა.
(NS)
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)