|
2018-09-25 00:09:06, 2245 ნახვა
პოლიტიკა
იაპონია მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს სუამის წევრი ქვეყნების გასავითარებლად
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში საგარო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა სუამი-იაპონიის მინისტერიალი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი ტყდორ ულიანოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისილიცა და სუამის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სუამისა და იაპონიის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონული და რეგიონთაშორის დონეზე მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის. განსაკუთრებით აღინიშნა იაპონიის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა სუამის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორალური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. როგორც იაპონიის სგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა იაპონია დაინტერესებულია შემდგომშიც გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ორგანიზაციის წევრი ქვეყნების გასაძლიერებლად, უმთავრეს პრიორიტეტად დასახელდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. აღინიშნა იაპონური კომპანიებისა და იაპონიის ბიზნეს წრეების წარმომადგენელთა მხრიდან სუმის წევრი ქვეყნების მიმართ გამოხატული მზარდი ინტერესი. სუამის წევრმა სახელმწიფოებმა მადლიერება გამოხატეს იაპონიის მიმართ სუამსა და იაპონიას შორის სექტორალური მიმართულებით არსებული წარმატებული თანამშრომლობისთვის, რაც გამოიხატა, მათ შორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით ჩატარებულ პროგრამებში. კერძოდ პოზიტიურად შეფასდა „მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა ხელშეწყობის შესახებ" სუამი-იაპონიის სემინარი და დაიგეგმა მომავალ წელს მსგავსი სახის სემინარის ორგანიზება უკვე „ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ". საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა სუამი-იაპონიის თანამშრომლობის ფორმატს და აღნიშნა, რომ წარმატებული ერთობლივი პროექტების განხორციელების პარალელურად აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სუამის ცნობადობის ამაღლებას. მინისტერიალის მონაწილეებმა დაადასტურეს საერთაშორისო სამართლით, მათ შორის გაეროს ქარტიით განსაზღვრული საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების მიმართ ერთგულება და ხაზგასმით აღნიშნა სუამის სივრცეში არსებული კონფლიქტების უმოკლეს ვადებში გადაწყვეტის მნიშვნელობა, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების დაცვით. მინისტერიალზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სუამის წევრ ქვეყნებში წლის ბოლომდე უმასპინძლონ იაპონური მას-მედიის წარმომადგენელებს. პრეს-ტური გაიმართება, რაც წამოადგენს 2017 წლის 4 თებერვლას ტოკიოში „ტურიზმის ხელშეწყობის შესახებ" გამართული სემინარის შემდგომ ნაბიჯს. მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა და ინტერესი მომავალშიც შეინარჩუნონ მაღალი დონის დიალოგი, არა მხოლოდ სუამი-იაპონიის თანამშრომლობის, არამედ რეგიონული და გლობალური თანმშრომლობის სხვადასხვა საკითხზე.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)