|
2018-09-24 15:39:35, 2364 ნახვა
კომენტარი
მერაბიშვილის მოძღვარი: მაინტერესებს, ეს პატიმარი სიკვდილმისჯილია თუ არა?!
ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საკუთარმა მოძღვარმა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მოინახულა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, ყოფილი პრემირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი სიმსივნეც შეიძლება იყოს. „მარჯვენა თვალი აქვს უკან ცოტა ჩაწეული, როგორც მომიყვა თვითონ, რაც დაადგინეს ჰორნერის სინდრომი. რეალურად ცხადია, თვეზე მეტია იკვლევენ და ზუსტად ვერ დაუდგინეს დიაგნოზი, გამომწვევი მიზეზები. სავარაუდოდ, შეიძლება იყოს სიმსივნე, ეს ფილტვის შეიძლება იყოს, ტვინის შეიძლება იყოს, მაგრამ არ ჩანს. მოწამვლაზე ამბობს, რომ რადგან ვერ დაადგინეს მიზეზი, ეს თვითონ კი არ გრძნობს, თვითონ დოკუმენტში წერია გამომწვევი მიზეზი რა შეიძლება იყოს. ერთ-ერთი არის ინტოქსიკაცია. მე მაინტერესებს, ეს პატიმარი სიკვდილმისჯილი პატიმარია თუ არა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. ცნობისთვის, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. უწყებაში მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)