|
2018-09-24 11:30:32, 2321 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: მერაბიშვილი იღებს იმ სტანდარტის მზრუნველობას, რასაც ნებისმიერი მსჯავრდებული
პარლამმენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მერაბიშვილს "მიზანმიმართულად წამლავენ", სრული აბსურდია. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ის იღებს იმ სტანდარტის მკურნალობას, რაც საქართველოში ყველა მსჯავრდებულმა უნდა მიიღოს. "სრული აბსურდია, რასაც მეუბნებით. ზუსტად ვიცი, რომ ყველანაირ სამედიცინო შემოწმებას და მკურნალობას გადის. ზუსტად ვიცი, რამდენჯერმე იყო საავადმყოფოში, შესაბამის კლინიკებში გადაყვანილი და იღებს იმ სტანდარტის მზრუნველობას, რა სტანდარტის მზრუნველობაც უნდა მიიღოს საქართველოში ნებისმიერმა მსჯავრდებულმა პირმა", - განაცხადა ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ყოფილი პრემიერის, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)