|
2018-09-17 17:49:44, 2075 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ქართველმა მწერლებმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
ახალი სასწავლო წლის დაწყება არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაშიც აღინიშნა. N 11 პენიტენციურ დაწესებულებას პროექტ ,,ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში ქართველი მწერლები მანანა მენაბდე, გიორგი არაბული, ნინია სადღობელაშვილი, ბექა ქურხული და ალექსანდრე შუღლაძე ესტუმრნენ. მათ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ახლო მომავალში საკუთარ ოჯახებში დაბრუნება უსურვეს. მწერლებმა მსჯავრდებულებთან შეხვედრისას საკუთარი ნაწარმოებებიდან ცალკეული ეპიზოდები წაიკითხეს. მათი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მსჯავრდებულები სრულფასოვან ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. შეხვედრის დასასრულს მანანა მენაბდემ საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შეასრულა. სტუმრებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს. შეხვედრა ბრალდებულების/მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)