|
2018-09-17 12:45:52, 2575 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: ბახტაძე არის МГУ დამთავრებული შნირი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ყოფილმა პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ის ეთერში მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანას "გაზპრომის" აქციონერი მართავს. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მინისტრების ნაწილს განათლება რუსეთსში აქვს მიღებული და ისინი მეზობელ ქვეყანაში მოღვაწეობდნენ. “გადახედეთ მეგობრებო მთავრობას, ქვეყნის დირექტორი არის გაზპრომის აქციონერი. ვინ არის ქობულია? რომ იძახით ლამაზი მინისტრებიო, ჩვენ გვყავდა უბრალოდ ლამაზი მინისტრი ვერა ქობალია კი არა, ჩვენ გვყავდა ძალიან მაგარი მინისტრი ვერა ქობალია, რომელმაც შექმნა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ამათ გააბანძეს. რუსეთიდან ჩამოიყვანეს ქობულია. რატომ ჩამოიყვანეს გახარია? რატომ არის რუსეთის მოქალაქე შს მინისტრი? საიდანღაც მოთრეული, არარაობების და გრიგოლ ვაშაძის შედარება არ შეიძლება. გრიგოლ ვაშაძეთი, რომელმაც დაწყებული ვანუატუდან, დამთავრებული პერუთი გაუმართა სამკვდრო-სასიცოცხლო კამპანია რუსეთს არაღიარების შესახებ. ქობულია რა მოსატანია ამათთან ან ბახტაძე? ვიღაც ჩვეულებრივი შნირი, უკაცრავად, სხვა სიტყვა არ მაქვს, МГУ დამთავრებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)