|
2018-09-16 19:23:48, 2964 ნახვა
სამართალი
სუსი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს 5 საათი კითხავდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. იგი უწყებაში 5 საათის განმავლობაში პასუხობდა გამძიებლების შეკითხვებს. შონიამ არც უარყო და არც დაადასტურა, რომ გამომძიებლებს კითხვები ჰქონდათ ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში. მისი თქმით, კითხვები იყო ყველაფერზე და მან ამომწურავი პასუხი გასცა ამ შეკითხვებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. "რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენ კვირკვიასთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა დღეს დილით დაკავებული ზაზა ხასაიასმეუღლე. ზაზა ხასაია გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობარია. ის წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებებში მუშაობდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ხასაიას მეუღლემ, ხათუნა ფიფიამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)