12:36 - 18 Aug, 2026
|
2018-09-15 19:45:23, 2285 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სალარიძე საავადმყოფოდან გაწერეს და შიმშილობის გაგრძელება აუკრძალეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, ინგოროყვას კლინიკიდან გაეწერა. რგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, თავს უკეთ გრძნობს თუმცა, ძალების აღსადგენად ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტა თხოვეს. სალარიძე, რომელიც პარლამენტის შენობასთან უკვე მე-6 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ დღეს გახდა. ინგოროყვას კლინიკაში მას გამოკვლევები ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან აქცია 10 სექტემბერს დაიწყეს. მაშინ სარალიძემ შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა. შვილმოკლული მამები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, შს და იუსტიციის მინისტრების გადადგომას და მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)