12:37 - 18 Aug, 2026
|
2018-09-15 17:12:30, 1926 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც პარლამენტის შენობასთან უკვე მე-6 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. სარალიძეს პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა ექიმებმა გაუწიეს, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ ის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ. სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანე, სადაც მას შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება. შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან აქცია 10 სექტემბერს დაიწყეს. მაშინ სარალიძემ შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა. შვილმოკლული მამები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, შს და იუსტიციის მინისტრების გადადგომას და მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)