|
2018-09-15 12:31:41, 3245 ნახვა
სამართალი
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. მან სუს-ის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით ორშაბათს ისაუბრებს. შეგახსენებთ, რომ სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ, წინასწარ ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას და მის მოადგილეს, გია გულორდავას ქრთამი მისცა, თუმცა პირობა დაირღვა და ზურაბ კვირკვიას სასურველი ტერიტორიები არ გადასცეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი, გია გულორდავაც იმყოფებოდა. ცნობისთვის, ლაშა გოგიამ ზუგდიის მერის ტანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)