|
2018-09-15 11:53:16, 2947 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ნატო კი, საქართველოსთვის - პარტნიორობა გაგრძელდება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო განაგრძობს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით, რათა ქვეყანა ალიანსში გაწევრიანდეს. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველომ საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწია. "ჩვენ მივესალმებით ამ პროგრესს. ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, იმავე სიძლიერით, როგორც თავად საქართველო იბრძვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, მათ შორის ნატო-ს წევრობისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა. მან ასევე დასძინა, რომ ივლისში ნატო-ს სამიტზე „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ნატო-ს ოპერაციესა და სწავლებებში: „საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ნატო კი საქართველოსთვის და ჩვენ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას გავაგრძელებთ“, - იენს განაცხადა სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)