|
2018-09-14 14:46:11, 3419 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურა ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ზაზა ოქუაშვილს კი, თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს
მთავარი პროკურატურა სპორტის ყოფილ მინისტრს და ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მედიასაშუალებებში დღემდე გასული აუდიოჩანაწერები ტელევიზიებიდან უკვე გამოთხოვილია. „დღევანდელი ჩანაწერით, რა თქმა უნდა, დაინტერესდება გამოძიება და ერთიან კონტექსტში განიხილება; მედიასაშუალებებში დღემდე გასული აუდიოჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან, ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი კი, რომლებიც სავარაუდოდ, ჩანაწერში ფიგურირებენ, დაკითხვაზე არიან გამოძახებული; ლევან ყიფიანი, რომელიც თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება დაკითხვაზე; ასევე, თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს ზაზა ოქუაშვილი“, - აცხადებენ პროკურატურაში. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა დღეს „იბერიას“ საქმეზე კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი სამ მილიონზე საუბრობენ, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ხოლო ნაწილი „ომეგა ჯგუფმა“ კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)