|
2018-09-14 14:06:30, 1087 ნახვა
საზოგადოება
ოფიციალური მოსკოვი აშშ-ს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე განმარტებას სთხოვს
რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს წარმომადგენელზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, რუსეთს ლაბორატორიაში არსებული ვითარება აწუხებს, ვინაიდან ლაბორატორია საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული. „სუვერენული სახელმწიფოები, ამ სახელმწიფოების მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს და ცდებს არ უნდა ატარებდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ოფიციალურ განმარტებას მოსთხოვს იგორ გიორგაძის მიერ წარდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, სუვერენულმა სახელმწიფოებმა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იმიტომ არ მოიპოვეს, რომ მათ მოსახლეობაზე უცხოელმა სამხედროებმა ბიოლოგიური ექსპერიმენტები ჩაატარონ. ზუსტად ეს ხდება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ს სამხედრო და კერძო კონტრაქტორები სავარაუდოდ, საიდუმლო ცდებს ატარებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)