13:10 - 07 Jul, 2026
|
2018-09-13 17:28:36, 2273 ნახვა
სამართალი
შსს-მ „საქართველოს დარაჯებთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში „საქართველოს დარაჯებთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორ „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო ფორმირების შექმნას და მის ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ტარდება. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დაჯგუფება გამოჩნდა, რომლის წევრებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აჩერებენ და მათ გადამოწმების მიზნით საბუთების წარდგენას სთხოვენ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები იარაღით გადაადგილდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)