|
2018-09-13 13:46:44, 755 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: მუნიციპალური პარკინგი განკუთვნილია პარკირებისთვის და არა ეკონომიკური საქმიანობისთვის
თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის სამსახურს მოუწოდებს, მუნიციპალური პარკინგის ადგილებზე ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინოს. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალური პარკინგის ზონას მოქალაქეები ხშირად ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და ჯარიმას ითვალისწინებს. „ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში ძალიან ხშირია მუნიციპალურ პარკინგზე ისეთი სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებების განთავსების შემთხვევები, რომლებიც გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის. ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, საპარკინგე ადგილებზე მისაბმელიანი მანქანები უყენიათ. ზოგ შემთხვევაში, საქმე ეხება ვიზების გაცემას, ზოგ შემთხვევაში, ტურისტულ მომსახურებას. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა. პარკინგი, თავისი შინაარსით, არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და პარკირება განახორციელოს. კანონით, აქ შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობა. შესაბამისად, რეაგირება განახორციელეთ, იმოქმედეთ, რათა ადამიანებს მიეცეთ იმის შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკირების კონკრეტული ლოკაციებით ისარგებლონ და ეს ადგილი არ იყოს გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქში საკმაოდ ბევრი ადგილია გამოყოფილი ეკონომიკური საქმიანობისთვის და მსურველებს, მათი შესაბამისად გამოყენება შეუძლიათ. „ჩვენ ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, სადაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ თვალსაზრისით კანონში რაიმე ხარვეზი გამონახა და შეუძლია, მისაბმელიანი ავტომობილით დადგეს, ეს ასე არ არის. თქვენ კანონი გავალდებულებთ, რომ გამოწეროთ ჯარიმები, რათა ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)