|
2018-09-13 13:42:14, 1090 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 2000-ზე მეტი ტაქსის ლიცენზია გაიცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შესაბამისი ლიცენზია დროულად აიღონ. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პირველი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება, ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი, 200 ლარით დაჯარიმდება. თბილისის მერმა თავის მოადგილეებს დედაქალაქის აქტიურ ზონებში, ტაქსებისთვის უფასო პარკირების საკითხის მოგვარება დაავალა. „მინდა შევეხო ტაქსების ლიცენზირების თემას. დღეისთვის, უკვე 2000-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მძღოლებს, რომ იაქტიურონ და შესაბამისი ნებართვა დროულად აიღონ. ამასთან, მინდა ამ მომსახურების მიმწოდებლებს დამატებით ვაცნობო, რომ ჩვენ ვგეგმავთ ქალაქში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, გამოვყოთ სპეციალური ადგილები, სადაც ლიცენზირებულ ტაქსს ექნება შესაძლებლობა, ავტომობილი ყოველგვარი გადასახადის გარეშე გააჩეროს. მივმართავ ჩემს მოადგილეებს ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს, რაც შეიძლება მალე, ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპის ამოქმედების დროისთვის, ქალაქში კონკრეტული ლოკაციები შეირჩეს, სადაც ტაქსები ყოველგვარი საფასურის გარეშე შეძლებენ პარკირებას. ეს ყველა ევროპულ ქვეყანაში ასეა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენც იგივე მიდგომა უნდა გვქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)