14:54 - 23 Jul, 2026
|
2018-09-12 18:49:23, 1726 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
13 სექტემბერს საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ეს არის გენერალური მდივნის რანგში მისი პირველი ვიზიტი ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ეუთო-ს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე და განხორციელებეულ რეფორმებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლბების განმტკიცების თვალსაზრისით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)