14:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 13:16:50, 1248 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეწვია

დღეს საქართველოს პირველად  ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი ესტუმრება.

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, უცხოელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ იმსჯელებენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორია და ავიგდორ ლიბერმანი ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს.

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალს. ვიზიტის ფარგლებში ავიგდორ ლიბერმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics