|
2018-09-12 13:09:20, 648 ნახვა
საზოგადოება
საია „იბერიაზე“: გავრცელებული ჩანაწერები შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს - საჭიროა გამოძიების ჩატარება
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია იბერიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორვ განცხადებაშია აღნიშნული, საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად, სრულყოფილად და ჯეროვნად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. "2018 წლის 09 სექტემბერს გავრცელდა აუდიო ჩანაწერი სადაც სავარაუდოდ ტელეკომპანია იბერიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ყოფილი თანამდებობის პირი საუბარში აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია გამაღიზიანებელია - "ყველა გამოდის "რუსთავი 2"-ზე უარესი არისო "იბერია." უფრო აღიზიანებთ“ და მფლობელს მის გაცვლას სთავაზობს პრობლემების მოგვარებაში - "ტელევიზია, რომ გაცვალო აი ამ პრობლემებში მოვდივარ კეთილი ნებით.“ 2018 წლის 10 სექტემბერს გავრცელებული აუდიო ჩანაწერის თანახმად კი, რომელშიც სავარაუდოდ ასევე ზემოთ ხსენებული პირები ესაუბრებიან ერთმანეთს, ირკვევა რომ “ომეგა ჯგუფის” პრობლემების მოსაგვარებლად სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა. ამ პროცესში სავარაუდოდ ჩართული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილიც. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის საუბრები, მით უფრო ხელისუფლებასთან აფილირებული პირების მხრიდან, დაუშვებელია. როგორიც არ უნდა იყოს მედიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული პროდუქტი, მხოლოდ საზოგადოებაა უფლებამოსილი შეაფასოს ის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. გავრცელებული ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროულად, სრულყოფილად და ჯეროვნად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ამასთან, მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში დაცული იქნეს ჟურნალისტთა უფლებები. თანამშრომლებმა დღემდე არ იციან გააგრძელებს თუ არა ორგანიზაცია მუშაობას. მაუწყებლობის შეწყვეტა წინასაარჩევნო პერიოდში კი, კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენს", - ნათქვამია განცხადებაში.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)