14:22 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 13:03:57, 740 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებმა ანაკლიის ბანაკში დაისვენეს

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის  ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ  დაიხურა. 

დახურვის ცერემონიას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა  სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. თათია ხოჭოლავამ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელს გიგა გაბელაიას და ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ბანაკის ორგანიზებაში. 

ბანაკის ლიდერები და მონაწილეები მოწვეული სტუმრების წინაშე ფლეშმობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. 

პროგრამა „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 თემატური დღისგან შედგება და აქტივობები დაგეგმილია ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. 

პროგრამის მიზანია  საგანმანათლებლო-შემეცნებითი, რეკრეაციული სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების თანატოლებთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამა მეექვსე წელია ხორციელდება და მასში ჩართულია სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურა.

ბანაკმა წელს 3 000-მდე მოზარდს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები და ბენეფიციარები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics