|
2015-06-05 20:19:35, 481 ნახვა
პოლიტიკა
დავით საგანელიძე: საარჩევნო სისტემაში ცვლილებების ვარიანტი ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა
"საარჩეევნო სისტემაში ცვლილებების ვარიანტი ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა", - ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. შეხვედრა უმრავლესობასთან კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარეობდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. საგანელიძის თქმით, საარჩევნო სისტემის მოდელზე შეჯერება რთული იქნება. "თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ 85 დეპუტატი ერთ პოზიციაზე ყოფილიყო? არსებობს განსხვავებული პოზიციები და რთული იქნება შეჯერება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებებზე კონსესუსი არსებობდეს.ბევრი ვიმსჯელეთ და შევთანხმდით ერთ რამეზე: საარჩევნო კოდექსი აუცილებლად შესაცვლელია, ბიძინა ივანიშვილმა ეს ვარიანტი შემოგვთავაზა, ვერ ვიტყვი რომ მისი შემოთავაზებული ვარიანტი საერთოდ არ იყო განხილული, უფრო ზუსტად ივანიშვილი იყო ამ ვარიანტის მომხრე. ჩემთვის და ბევრისთვის შემოთავაზება არ იყო გადამწყვეტი, იგი ჩავთვალეთ როგორც ბიძინას პოზიცია" - განაცხადა დავით საგანელიძემ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის მიხედვით ჩატარდება. ამავდროულად გათვალისწინებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მაჟორიტარულ ოლქებსა და ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დისბალანსი შემცირდება და 50 პროცენტიანი ბარიერი დაწესდება. მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები, მრავალმანდატიანი, პროპორციული წესით ჩატარდება.
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)