|
2018-09-11 16:54:53, 1168 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“ სიტყვით გამოვიდა
ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სესიაზე „გლობალური უსაფრთხოება“ ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგა. მინისტრმა ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაზე, ტერიტორიულ თავდაცვაზე და თანამედროვე გლობალურ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. სესია „გლობალური უსაფრთხოება“ კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მთავრობის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები აშშ-დან და ევროპიდან დაესწრნენ. სესიის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მთავარ მრჩეველთან ანდრეა ტომპსონთან, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)