15:07 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 14:29:16, 610 ნახვა

საზოგადოება
ისანში დამატებით 12 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა

ისნის რაიონის გამგეობა მოსახლეობის თხოვნით, ავტოფარეხების დემონტაჟს განაგრძობს. ამჯერად, 12 ავტოფარეხის დემონტაჟი ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ განხორციელდა.

გამგეობა დაპირებისამებრ, აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურას აწესრიგებს და  საჯარო სკოლასთან მისასვლელ 120 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკს აწყობს. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია 1 300 მ2 ფართობზე ასფალტის საფარის დაგება, რომლისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

პროექტის განხორციელების შედეგად, N172-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება და განახლდება.

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტალში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და მათ ავტოფარეხების დემონტაჟის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.

„სამაგალითოა ყველა ის მოსახლე, რომელიც მერის ინიციატივას გამოეხმაურა და დღეს, ძველი ავტოფარეხები უკვე არაერთ მისამართზე დავშალეთ. როგორც მოსახლეობას შევპირდით, ინფრასტრუქტურას მთლიანად ვაწესრიგებთ. ახალ საფეხმავლო ბილიკსაც ვაწყობთ, რაც გადაადგილებას ბევრად უფრო მოსახერხებელს გახდის“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. 

ისნის რაიონის გამგეობასთან კოორდინაციით, ტერიტორიაზე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გამწვანების ზოლის სხვლა-ფორმირებაც ჩატარდა, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლის ტერიტორიის ირგვლივ ღობის მოწყობას უზრუნველყოფს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics