|
2018-09-11 14:03:18, 869 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - რუსულ პროპაგანდაზე საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება
რუსული პროპაგანდა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს გამოწვევას; არავისთვის არის სიახლე, რომ რუსეთი ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული მისწრაფებების შესახებ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოპოვებას ცდილობს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვას რამდენად სერიოზულია ყალბი ინფორმაციის, კერძოდ კი რუსეთის მიერ წახალისებული და დაფინანსებული ყალბი ახალი ამბების პრობლემა საქართველოში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მცდელობები წარუმატებელია და ვერც მომავალში იქნება წარმატებული. „ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. თუმცა აქაც გვმართებს სიფრთხილე. აქ საუბარია ცვლილებებზე ეკონომიკურ პოლიტიკაში - ჩვენ უნდა შევამციროთ და აღმოვფხვრათ სიღარიბე. სამწუხაროდ, სწორედ ეს პრობლემა ასაზრდოებს ხშირად ნაციონალიზმს, ქსენოფობიას, ხოლო რუსული პროპაგანდა ხშირად ჩვენი ეკონომიკის სწორედ ამ სუსტ წერტილზე დარტყმას ცდილობს. ამ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და, ზოგადად, ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ეხება განათლებას. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ ადამიანური კაპიტალის შექმნაზე. ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმა გაზრდის ადამიანური კაპიტალის ინდექსს და უზრუნველყოფს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უფრო მაღალ დონეს. პასუხი ამ გამოწვევაზე მდგომარეობს სწორედ ეკონომიკის სფეროში. დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთი წარმატებას ვერასდროს მიაღწევს მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა. გავიხსენოთ, მაგალითად, არჩევნები, რომლებშიც ე.წ პრორუსულმა პარტიებმა ხმათა 4-5%-ზე მეტი ვერ მოაგროვეს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას", - განაცხადა პრემიერმა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)