|
2018-09-11 12:04:48, 671 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონის ამხანაგობებში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ბაგრატიონის ქუჩის N5-ის მეორე ბლოკსა და ხოშარაულის ქუჩის N25-ში, ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა. სამტრედიის ქუჩის N2-ში სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები ჩატარდა, ხოლო მირცხულავას ქუჩის N6-სა და წერეთლის გამზირის მე-7 კორპუსში შიდა წყალგაყვანილობა მოწესრიგდა. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსის სახურავის გადახურვის სამუშაოები დასრულდა დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 26-ე კორპუსში. ამ ეტაპზე, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-15 კორპუსში საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა მიმდინარეობს, ფიფიების ქუჩის N21-ში ქანობიანი სახურავის შეკეთების სამუშაოები ხორციელდება, ხოლო წერეთლის გამზირის N49/51-ში სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება. ასევე, წყალარინების შიდა ქსელები იცვლება დიღმის მასივის მე-6 კვარტლის 23-ე კორპუსსა და ფოთის ქუჩის N41-ში. აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. მათი საერთო ღირებულება 208 399 ლარს შეადგენს.
(NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)