14:54 - 23 Jul, 2026
|
2018-09-11 10:19:31, 925 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით დღეს, 15:30 საათზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ჩატარდება. უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა 2019 წლისთვის და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესის განხილვა. სხდომაზე მომხსენებლები იქნებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია. გარდა ამისა, სხდომაში მონაწილეობისთვის მიწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)