|
2018-09-10 15:25:30, 757 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და თელავის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა" და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა. მხარეები თანხმდებიან ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. თანამშრომლობა გულისხმობს არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას; საინტერესო ერთობლივი პროექტების საშუალებით ახალგაზრდებში ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების დაუფლებას; ასევე, აქტიური მოქალაქეობის, დასაქმების, ლიდერობის, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიწოდებასა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას. თათია ხოჭოლავას განცხადებით, თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი უნარების განვითარება, რაც თავისთავად გულისხმობს არაფორმალური განათლების საშუალებით თავისუფალი დროის მეტად ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარებას. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები თელავში 2016 წლიდან უკვე მიმდინარეობს. მათ შორის არის თელავის იუსტიციის სახლის „მოხალისე", „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი" (SKYE კლუბი), „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის" და სხვა. თათია ხოჭოლავას თქმით, აღნიშნული მემორანდუმი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას ერთობლივ ღონისძიებებში.
(NS)
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)