15:53 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 10:10:54, 792 ნახვა

საზოგადოება
„ჩვენ ვართ სისტემის მსხვერპლი“ - სარალიძე და მაჩალიკაშვილი აქციებს იწყებენ

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე დღეს აქციას გამართავენ.

აქცია 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან არის დაგეგმილი.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ მათი შვილების მკვლელობის საქმეები ისევ გამოუძიებელია და ხელისუფლება რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.

„დაანონსებული გვაქვს აქცია, მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ უსამართლობის წინააღმდეგ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავანგრიოთ შერჩევითი სამართალი, ჩვენ არ ვართ მხოლოდ და მხოლოდ შვილმოკლული მშობლები. ჩვენ ვართ უკვე სისტემის მსხვერპლი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

„აქციები გაგრძელდება მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება ჩემი ყველა ის მოთხოვნა და ზაზა სარალიძის მოთხოვნა. მაშინ იქნება დამაკმაყოფილებელი ის ყველაფერი, როდესაც დაისჯება ბატონი გომელაური, გოგაშვილი და ის სპეცრაზმელი. უნდა ჩატარდეს გამოძიება და უნდა გამოირიცხოს, რომ მე და თემირლანი არ ვართ ამ ტერორიზმში გარეული“, -აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics