14:00 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 17:26:47, 3319 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ კოორდინატორებს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა დაევალათ

ექსკლუზივი - პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორებსა და აქტივისტებს დღეს ოფიციალურად დაავალეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა. 

როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დღეს აჭარის, გურიის, იმერეთის, ასევე ქართლისა და კახეთის რაიონულ ორგანიზაციებში "ქართული ოცნების" აქტივი დაიბარეს. განგრძლივი საუბრის შემდეგ, აქტივისტებს და კოორდინატორებს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა დაავალეს.

"ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, პარტიის თბილისის ორგანიზაციის კოორდინატორებმა აგვისტოს ხელფასიც აიღეს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას მომდევნო კვირიდან შეუდგებიან. ოფიციალურად კი ცნობილია, რომ მმართველი გუნდის პოზიცია 9 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარტიის ოფისში პოლიტსაბჭო ჩატარდება. 

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირები​თ  „ქართული ოცნების" პოზიცია ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდოდ და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

შეგახსენებთ, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics