11:59 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-08 10:44:14, 1239 ნახვა

სამართალი
გორში, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. გ., ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, გორში დააკავეს. 
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მისსავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს - 1940 წელს დაბადებულ რ.ე.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა. 
„დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.
გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics