|
2018-09-07 16:54:22, 1186 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის თავმჯდომარე დანა ბალკაროვა ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო კლიმატის ცვლილების, ტყის რესურსების მდგრადი განვითარების, წყლის რესურსების მენეჯმენტის და ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობის საკითხებს. როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, გარემოს დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის წევრებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის კონტექსტში მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფცია გააცნო. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სატყეო სექტორში გატარებული რეფორმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის გარემოს კომიტეტის თავმჯდომარის დანა ბალკაროვას განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მზაობა გარემოსდაცვითი მიმართულების განვითარებასთან დაკავშირებით და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.
(NS)
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)