|
2018-09-07 16:36:46, 917 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში თანადაფინანსებული პროექტი 42 მისამართზე ხორციელდება
თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში, სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 42 მისამართზე მიმდინარეობს. კერძოდ, ხორციელდება სადარბაზოების რემონტი, სართულშუა ნაპრალების, სახურავების, წყლისა და წყალარინების ქსელების და კიბეების რეაბილიტაცია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 661 214 ლარი გამოიყო. რაც შეეხება უკვე დასრულებულ სამუშაოებს, მათ განხორციელებაზე 577 480 ლარი დაიხარჯა. შედეგად, ინფრასტრუქტურა 52 მისამართზე განახლდა. პროექტების დაფინანსების პროცესში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ანგარიშებზე დაგროვილ თანხებსაც მოქალაქეები საერთო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად აქტიურად იყენებენ, რაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
(NS)
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)