|
2018-09-07 13:36:32, 955 ნახვა
საზოგადოება
ანდრო ასლანიშვილი: კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა
7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 17 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 10 ათას ტონამდე საფერავი, 4 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მევენახეების შემოსავალმა 27 მლნ ლარს მიაღწია. „კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 4 ათას ტონას მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ყურძნის კრეფის პროცესი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო, გარდა საგარეჯოსი, სადაც ტრადიციულად რთველი შედარებით მოგვიანებით იწყება," - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბი 20 აგვისტოს გაიხსნა. ამ დროისთვის შტაბში 135 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩაერთვება. ყურძენი უკვე გადაამუშავა 60-მდე ღვინის კომპანიამ. რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 და ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://georgianwine.gov.ge.
(NS)
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)