14:00 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 12:51:54, 1546 ნახვა

პოლიტიკა
„იბერია“ საფრთხეშია - ტელეკომპანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია“ საფრთხის ქვეშაა, - ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
„ტელევიზიის მუშაობა საფრთხის ქვეშაა. „იბერიას“ ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა. ჩვენ ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხდება საგანგებოდ, რათა აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს ხელისუფლების მიზანია, დაიხუროს ტელეკომპანია და ვეღარ მოვახერხოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ომეგა“ ჯუფზე ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩაიგდონ „იბერია“. ჩვენ, ჟურნალისტები, კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიაზე და მიეცეს მუშაობის საშუალება „ომეგა ჯგუფს“. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, ჩვენს კოლეგებს, დაგვიჭირეთ მხარი, რომ არ შეწყვიტოს მაუწყებლობა ტელეკომპანია „იბერიამ“, - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics