23:41 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 17:16:50, 1302 ნახვა

კომენტარი
„ჩვენთვის მთავარი არის დაზარალებულის, ამ შემთხვევაში, ბატონი ზაზას ინტერესი“ - ოხანაშვილი ბრალდებებს პასუხობს

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან ანრი ოხანაშვილი, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს ეხმაურება.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში არ დადასტურდა, რომ გამოძიება ან მმართველი გუნდი მკვლელობის ჩამდენ პირებს ხელს აფარებს.

დეპუტატის განცხადებით, "ქართული ოცნება" მხოლოდ საზოგადოებისა და დაზარალებულის ინტერესების დაცვას ემსახურება.

"ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება და ჩვენთვის მთავარი არის საზოგადოების ინტერესი და ჩვენთვის მთავარი არის დაზარალებულის, ამ შემთხვევაში ბატონი ზაზას ინტერესი.ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირს, რომ ამ ადამიანის იმედები გავაცრუოთ. მთავარია მას ჰქონდეს ნდობა და რწმენა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობით მსჯელობა და არა ემოციებით და საზოგადოებაზე გარკვეული მანიპულირებით, ან თუნდაც დაზარალებული ოჯახების შეცდომაში შეყვანით ასეთი დასკვნის დაწერა",- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მისი შვილის მკვლელებს მფარველობს, რის გამოც ის იძულებულია ისევ აქციები დაიწყოს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics