|
2018-09-06 11:39:51, 870 ნახვა
საზოგადოება
მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა
მესტიაში მინი-ფეხბურთში მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის 3 დღიანი ტურნირი დასრულდა. ტურნირი მინი-ფეხბურთში ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნას მიეძღვნა. სპორტულ შეჯიბრს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მუხრან შუკვანის ოჯახის წევრები და ადგილობრივები დაესწრნენ. ფინალში ერთმანეთს სენაკის II ქვეითი ბრიგადის გუნდი და ლენჯერის გუნდი დაუპირისპირდა. სენაკის II ქვეითის ბრიგადის გუნდმა ანგარიშით 2-0 გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვებულს გუნდს ტურნირის გარდამავალი თასი გადაეცა და მონაწილე ფეხბურთელები მედლებით დაჯილდოვდნენ. მუხრან შუკვანი 2010 წელს 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)