|
2018-09-05 20:06:02, 1242 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ლ.შ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლ.შ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ვ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ.თ. მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ.შ. ვ.თ.-ს სიდედრს - ლ.ვ.-ს სიცოცხლის მოსპობით რამოდენიმეჯერ დაემუქრა. სამართალდამცველებმა ლ.შ. 2018 წლის 27 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვაკეში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ლ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)