|
2018-09-05 19:01:41, 1657 ნახვა
საზოგადოება
Berlin Is Out, Tbilisi Is In - Forbes-მა თბილისი წლის ყველაზე ამაღელვებელ ქალაქად დაასახელა
გავლენიანმა გამოცემა Forbes-მა თბილისი ყველაზე მიმზიდველი ქალაქების სიაში შეიყვანა, რომლებიც 2018 წელს აუცილებლად უნდა ნახოთ. როგორც მოგზაური ჟურნალისტი ბრიანა უილსონი საკუთარ სტატიაში წერს, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში უფრო ცნობილი და პოპულარული გახდა. "როდესაც საუბარია Georgia-ზე (საქართველოს ინგლისური ვერსია), სულ უფრო მეტი ადამიანი სვამს კითხვას - ქვეყანა თუ შტატი? ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში უფრო ცნობილი და პოპულარული გახდა. მაგრამ რა არის ამ პატარა კავკასიურ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, ასეთი განსაკუთრებული? ბევრი რამ, მაგალითად: მისი ახალი, ელეგანტური სასტუმროები, რომლებიც მრავლადაა თბილისში; ასევე, ქვეყნის პრო-დასავლური მენტალიტეტი, რომელმაც ქვეყანა ბევრ ასპარეზზე წინ წაწია (საქართველო არის გაეროს წევრი ქვეყანა), აღსანიშნავია მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაც. შესაძლოა მისი განსაკუთრებულობა მეღვინეობის 8 000-წლიან ტრადიციაშიც გამოიხატებოდეს, ან შესაძლოა საქმე ჭაჭაშია?! სანამ რომელიმე მიზეზს ავირჩევთ, ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ", - წერს ჟურნალისტი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)