|
2018-09-04 13:53:24, 1105 ნახვა
საზოგადოება
იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს
იაპონია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამარტივებს, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კონიმ აღნიშნა, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას მათ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება როგორ სავიზო რეჟიმის გამარტივება, ისე ორმხრივი ინვესტიციების განხორციელება. „იაპონია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს. მოხარული ვარ, რომ გვაქვს კარგი ურთიერთობა. მინისტრ ზალკალიანთან დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორ დაახლოვდნენ ჩვენი ქვეყნები უფრო მეტად და გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, საქართველოსთან თანამშრომლობით, წავახალისოთ ახალგაზრდა დიპლომატები, იურისტები და სხვა სპეციალისტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სახელმწიფოს მშენებლობასა და ხალხთაშორის ურთიერთობებში. იაპონიამ ასევე გადაწყვიტა, გაამარტივოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ წავახალისოთ მოქალაქეთა მიმოსვლა“, - განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)