|
2018-09-04 09:33:13, 2052 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება
ევროკავშირის ფინანსური დახმარება, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი მაკროფინანსური დახმარების მნიშვნელობის შეფასებისას. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, განაგრძობს საქართველოს თანადგომას ფინანსური მიმართულებით. „აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერის მიზანია, კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა საგარეო რისკების მიმართ, ხელი შეეწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ევროკავშირის მიერ დაფინანსების გამოყოფის კიდევ ერთი საფუძველი გახდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე წარმატებული პროგრამა და პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები. მაკროფინანსური დახმარება საქართველოს ხელს შეუწყობს განახორციელოს რეფორმები, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, სოციალური და შრომის ბაზრის პოლიტიკა, ბიზნესგარემო. აღნიშნული რეფორმების წარმატებით განხორციელება, უზრუნველყოფს ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდას, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა საქართველოსთვის გამოყო ახალი მაკროფინანსური დახმარება 45 მილიონ ევრომდე ოდენობით, საიდანაც 35 მილიონ ევრომდე გამოყოფილი იქნება შეღავათიანი სესხის სახით, ხოლო 10 მილიონ ევრომდე გრანტის სახით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)