|
2018-09-02 21:49:27, 1780 ნახვა
პოლიტიკა
იოჰანეს ჰანი საქართველოს ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის, იოჰანეს ჰანის თბილისში დაგეგმილი ვიზიტი, ერთ-ერთი წარმატებული იქნება და ხელს შეუწყობს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემდგომ წარმატებას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, "ეს გახლავთ ერთი წლის განმავლობაში ევროკომისარის უკვე რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში, რომელიც ამჯერად უკავშირდებ თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნას. “ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაფუძნება. პერსონალურად ევროკომისარ იოჰანეს ჰანს საქართველოში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის“, განაცხადა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა არის პირველი რეალიზებული შედეგი იმ ამოცანებიდან და მიზნებიდან, რომლებიც დასახული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტზე 2017 წლის ნოემბერში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას: „გადაწყვეტილება სკოლის გახსნის შესახებ მიღებული იქნა 2017 წლის ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დროს და ეს გახლავთ ამ მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკულ განზომილებაში განხორციელების ერთ-ერთი მთავარი შედეგი. ეს იქნება პირველი ევროპული სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორი წევრი ქვეყნების 16-17 წლის ახალგაზრდები მიიღებენ ევროპული ბაკალავრიატის ხარისხის დიპლომს და ფაქტიურად ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ევროკავშირსა და საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის მჭიდრო ინტეგრაციულ პროცესებთან მიმართებით“- განაცხადა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხება ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხს და განხილული იქნება ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები: „ბუნებრივია გვექნება საუბარი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასევე ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით იმპლემენტაციაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცით. ასევე, ბუნებრივია ვისაუბრებთ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის ფინანსური კუთხით”-აღნიშნა დავით ზალკალიანმა. ევროკომისარი ჰანი საქართველოს 2018 წლის 4-5 სექტემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, 4 სექტემბერს ასევე საზეიმოდ გაიხსნება თბილისში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპული სკოლა.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)